დღეს წვერი მოდურია და ბევრი მამაკაცის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა მისი სათანადოდ მოვლა არც ისე მარტივია და შესაბამის ცოდნას მოითხოვს. იმის შესახებ, როგორ უნდა მოუაროთ წვერს და რა საშუალებები უნდა გამოიყენოთ ამისთვის, კომპანია Beard.ge-ს დამფუძნებელი და დირექტორი იკო ძაგანიშვილი გვესაუბრა.
– რამდენად აქტუალური და მოდურია დღეს მამაკაცებში წვერი?
– წვერი უძველესი დროიდან პოპულარულია და მამაკაცებში მიმზიდველობას ზრდის. დღეს სხვადასხვა მოვლის საშუალებების გამოყენებით წვერის ტარება ბევრად კომფორტული და სასიამოვნო გახდა, რამაც ის კიდევ უფრო პოპულარული გახადა.
– რატომ გაგიჩნდათ სურვილი, საქართველოში წვერის მოვლის საშუალებების რეალიზება დაგეწყოთ?
– საქართველოში წვერის მოვლის საშუალებების შეძენა მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან გამოწერით იყო შესაძლებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ის ერთეული ადამიანები იყენებდნენ, ვინც უკვე იცოდა ამ საშუალებების არსებობის შესახებ. მინდოდა, რომ წვერის მოვლის საშუალებები საქართველოში ყველასთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
– რომელი ბრენდის პროდუქციას ყიდით?
– გვაქვს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მსოფლიოს საუკეთესო ბრენდებისგან. მაგალითად, 1906 წელს დაფუძნებული გერმანული Dovo ზოლინგენიდან, 1896 წელს დაფუძნებული ბრენდი Merkur ასევე ზოლინგენიდან, 1777 წელს დაფუძნებული ბრიტანული ბრენდი Kent Brushes UK, რომელიც 240 წელზე მეტია ხელნაკეთ სავარცხლებს აწარმოებს, 1908 წელს დაფუძნებული იტალიური Proraso, 1970 წელს დაფუძნებული Azbane, მსოფლიოს საუკეთესო თმის ცვილების სტატუსის მქონე Reuzel როტერდამიდან, Amazon-ის ბესტსელერი Parker და, რაღა თქმა უნდა, ჩვენი წარმოებული პროდუქცია, რომლის ხარისხიც არაფრით ჩამოუვარდება აღნიშნულ ბრენდებს. ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების შემოყვანა მოხდა ჩვენი კომპანიის მიერ, ექსკლუზიურად. საფასო პოლიტიკა Beard.ge-ში ძალიან მკაცრია, რაც გულისხმობს, რომ პროდუქცია Beard.ge-ზე არ უნდა ღირდეს უფრო ძვირი, ვიდრე სხვაგან, მაგალითად Amazon-ზე.
– როგორ ფიქრობთ, ქართველი მამაკაცები სათანადოდ უვლიან წვერს?
– წვერის მოვლა საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ახალია, თუმცა ამ მოკლე დროში ბევრმა ქართველმა მამაკაცმა დაიწყო წვერის სათანადო მოვლა, რაც, ჩვენი აზრით, განაპირობა ჩვენი პროდუქციის ხარისხმა და ეფექტმა, რომელიც მომენტალურია და არ საჭიროებს ლოდინს. მაგალითად, წვერის ზეთის გამოყენებისთანავე საგრძნობლად რბილდება წვერი, რაც მომენტალურ გაოცებას იწვევს და ასევე აქრობს ნებისმიერ შესაძლო კითხვის ნიშანს პროდუქციის გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
– რას ურჩევთ ხოლმე მამაკაცებს, როგორ უნდა მოუარონ წვერს, რა საშუალებები და მეთოდები არსებობს ამისთვის?
– წვერის მოვლის საშუალებების გამოყენება რეკომენდებულია წვერის ზრდის პირველივე კვირიდან. საწყის ეტაპზე საჭიროა:
წვერის და სახის დასაბანი ნატურალური საშუალება, საპონი ან შამპუნი, რომელიც არ გააღიზიანებს და არ გამოაშრობს კანს.
წვერის ზეთი, რომელიც მომენტალურად დაარბილებს წვერს, მოხსნის ქავილის და დისკომფორტის შეგრძნებას, გახდის წვერს უფრო მართვადს, დაატენიანებს კანს, გააჯანსაღებს წვერს და მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო სურნელს შესძენს წვერს.
ასევე წვერის ჯაგრისი წვერის დასავარცხნად და წვერის ზეთის იდეალურად გადასანაწილებლად.
– თქვენი პროდუქციიდან ყველაზე მეტად რომელი იყიდება, რა მოსწონთ ქართველ მამაკაცებს?
– ჩვენი ბესტსელერი პროდუქტები ამ ეტაპზე არის წვერის ზეთები, რომელიც მომენტალურად არბილებს წვერს, წვერის ჯაგრისები, რომელიც პლანეტაზე საუკეთესო წვერის დასავარცხნი საშუალებაა და ჩვენი ნატურალური შამპუნები. ასევე დღითიდღე პოპულარული ხდება ჩვენი ახალი პროდუქტი – თმის მოვლის და ფიქსაციის საშუალებები და წვერის შესწორების საშუალებები.
– შეგიძლიათ გამოყოთ სამი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მამაკაცს?
– ეს არის წვერის შამპუნი, წვერის ზეთი და წვერის ჯაგრისი.
თმის ფიქსაციისთვის საუკეთესო სამი პროდუქტია რუზელის თმის ცვილი სხვადასხვა ფიქსაციის უნარით, რუზელის შამპუნი და რუზელის თმის ტონიკი.
– სამომავლოდ სხვა ხაზის დამატებას ხომ არ აპირებთ?
– ჩვენი მიზანია გავხდეთ საყვარელი მაღაზია არა მხოლოდ წვეროსნებისთვის, არამედ ნებისმიერი მამაკაცისთვის. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც წვერის მოვლის საშუალებებს დაემატა კიდევ ორი კატეგორია, კერძოდ, თმის მოვლის, ფიქსაციის საშუალებები და წვერის პარსვა, შესწორების საშუალებები. მომავალში აუცილებლად დაგვემატება სხვადასხვა კატეგორიის თავის მოვლის საშუალებები მამაკაცებისთვის.