საქართველოში საუკეთესო წვეროსნები აირჩიეს: როგორ ჩატარდა მამაკაცთა სილამაზის კონკურსი

გამოწერა

თბილისში წვერ-ულვაშის კონკურსი პირველად გაიმართა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა კონკურსი და როგორ დააჯილდოეს გამარჯვებულები.

თბილისში წვეროსანთა სილამაზის კონკურსის გამარჯვებულები დაასახელეს. კონკურსი საქართველოში პირველად გაიმართა. მსგავსი ჩემპიონატები ტრადიციულად იმართება კანადაში, საფრანგეთში, ნორვეგიასა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში. "საუკეთესო წვერ-ულვაში 2018“-ის ტიტული მოიპოვა ლევან შუკაკიძემ. ნომინაციაში "ყველაზე შემოქმედებითი წვერი" გაიმარჯვა ნათანიელ ერიაშვილმა. "Facebook-ზე ხმის მიცემის ლიდერად" კი დათო ნადირაშვილი დასახელდა, ხოლო "წვეროსანთა კლუბის ფავორიტად" აირჩიეს Man From-nazareth. კონკურსის ყველა ლაურეატმა მიიღო ჯილდოები, საჩუქრები და სამახსოვრო პრიზები.

ყველა ახალი ამბავი
0