გორში მხუთავი აირით რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ორი წლის ბავშვი მოიწამლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამედიცინო დახმარება მხოლოდ ორი წლის ბავშვს დასჭირდა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. გორში, სუხიშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) სამი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთ-ერთი ორი წლის ბავშვია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მხოლოდ ორი წლის ბავშვს დასჭირდა. ექიმების განცხადებით, პატარას მსუბუქი ინტოქსიკაცია ჰქონდა მიღებული.

საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
კახეთში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 2401 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებით, კომპანიის სპეციალისტებმა 2018 წელს თბილისში საცხოვრებელ ბინებში 70 ათასამდე კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩახსნეს სისტემიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0