ქართველი მეზღვაურის ცხედარი ლიბიიდან საქართველოში ჩამოასვენეს

© Sputnik / STRINGERთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაზმაძის ცხედარს ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, შემდეგ კი გორში გადაასვენებენ

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ლიბიაში დაღუპული 23 წლის მეზღვაურის დავით რაზმაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილი მეზღვაურის ახლობლები და საგარეო საქმეთა სამინოსტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

რაზმაძის ცხედარი აეროპორტიდან ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი გორში გადაასვენებენ.

ხმელთაშუა ზღვა - Sputnik საქართველო
ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

რაზმაძე, რომელსაც ლიბიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, 21 იანვარს პორტის ნავმისადგომზე მოკლული იპოვეს.

ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშით მცურავ თურქულ გემზე მუშაობდა. რაზმაძე გემბანიდან 7 იანვარს ღამით გაუჩინარდა, როდესაც გემი მისურატის ნავსადგურში იმყოფებოდა.

ლიბიის პროკურატურამ წინა კვირაში დაასრულა საგამოძიებო პროცედურები და ცხედრის საქართველოსთვის გადმოცემის ნებართვა გასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლაპარაკებები გამართა ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან რაზმაძის ლიბიიდან სამშობლოში გადმოსვენების თაობაზე.

ლიბიის პროკურატურა საქართველოსთვის დაღუპული მეზღვაურის ცხედრის გადმოცემას დათანხმდა>>

საქართველოს საგარეო უწყებამ იანვრის ბოლოს ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ლიბიაში წასვლისგან უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გამო.

ყველა ახალი ამბავი
0