ქალაქ ბათუმის საზღვრები შეიცვალა

გამოწერა
ხელვაჩაურის რაიონს დაუბრუნდა 55 ჰექტარი მიწა, სადაც 311 ოჯახი ცხოვრობს

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ბათუმმა დაუბრუნა ხელვაჩაურის რაიონს ის ტერიტორიები, რომლებიც ბათუმს 2011 წელს შეუერთეს, იუწყება პირველი არხი.

ბათუმის საკრებულომ შესაბამისი გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო. შედეგად ხელვაჩაურს 55 ჰექტარი მიწა დაუბრუნდა. ამ ტერიტორიაზე 311 ოჯახი ცხოვრობს.

სუვენირების დახლი ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო
ბათუმის ძველ ბულვარში სახაშეები აღარ დარჩება

ხელვაჩაურის რაიონის ნაწილი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის დადგენილების საფუძველზე მოექცა. შედეგად ხელვაჩაურის რაიონული ადმინისტრაციის და საკრებულოს შენობა ბათუმის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული ცენტრი უნდა მდებარეობდეს. სწორედ ამის გამო მიმართა ხელვაჩაურის საკრებულომ ბათუმის მერიას.

ყველა ახალი ამბავი
0