ბათუმის ძველ ბულვარში სახაშეები აღარ დარჩება

© Sputnik / Alexander Imedashviliსუვენირების დახლი ბათუმის ბულვარში
სუვენირების დახლი ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმელებმა ძველი ბულვარის იერსახის დამახინჯების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ჩაატარეს

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ბათუმის ძველი ბულვარი მთლიანად გაიწმინდება სახაშეებისგან, განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

ამგვარად გამოეხმაურა რიჟვაძე მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბულვარის" წევრების განცხადებაზე. მოქალაქეები მოითხოვენ ბათუმში ქაოტური მშენებლობის შეწყვეტას და ქალაქის ისტორიული ნაწილის საზღვრის შენარჩუნებას.

ანბანის კოშკი ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში „ანბანის“ კოშკთან ექვსი ცათამბჯენი აშენდება

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას, ბათუმის უანგარო გულშემატკივართან, მათ შორის „დაიცავი ძველი ბულვარის" წევრებთან მიმართებაში და თქვენ ნახავთ, რომ თუნდაც ბულვართან დაკავშირებით, ჩვენ საქმით დავამტკიცებთ თუ როგორ ვზრუნავთ და ძველი ბულვარი იქ არსებული სახაშეებისგან გაიწმინდება", - ეს განცხადება თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა.

კონკრეტულად რომელი ობიექტები შეწყვეტენ მუშაობს ძველ ბულვარში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ დაუზუსტებია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბათუმის ბულვარში რამდენიმე კვების ობიექტი გაიხსნა, რამაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

2016 წელს ბათუმის ძველი ბულვარის იერსახის შესაძლო შეცვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქციები გამართა.

ბათუმის ბულვარი გონიომდე გაგრძელდება >>

ბათუმელები ქალაქის ქაოტური განაშენიანების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავენ.

„აჭარის ტელევიზიის“ მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე ბათუმში დასაშვებ ზღვარზე მეტი სიმაღლის 229 შენობა აშენდა. აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ თანამდებობაზე ყოფნის არასრული ოთხი წლის განმავლობაში ბათუმის მერიაში 167 შუამდგომლობა შეიტანა. ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე მუშაობის არასრული ორი წლის განმავლობაში რეკომენდაცია 62 ინვესტორს გაუწია.

ყველა ახალი ამბავი
0