ბათუმში „ანბანის“ კოშკთან ექვსი ცათამბჯენი აშენდება

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიანბანის კოშკი ბათუმში
ანბანის კოშკი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცათამბჯენების პროექტების განხილვას ბათუმში ხმაური მოჰყვა.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე მოედნის გაგრძელებაზე ექვსი ცათამბჯენი უნდა აშენდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პროექტს სახელწოდებით „ბათუმი რივიერა“ „სილქ როუდ ჯგუფი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან ერთად განახორციელებს.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმი Airbnb-ს მსოფლიო ტრენდული ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა

„სილქ როუდ ჯგუფში“ აცხადებენ, რომ პროექტზე არქიტექტურული დიზაინისა და დაგეგმარების წამყვანი საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ მუშაობს.

მშენებლობა რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი. პირველი ფაზის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 65 მილიონი აშშ დოლარია, რაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი ტიპის ნაგებობის, „სილქტაუერის“ და იახტკლუბის კეთილმოწყობას გულისხმობს.

საცხოვრებელი აპარტამენტებისა და იახტკლუბის გარდა, პროექტი მოიცავს დამატებით ორი ჰექტარი ფართობის პარკს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში რჩება და ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი და სალანდშაფტო-სარეკრეაციო ზონა იქნება. პარკი ერთიანი ლადშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება და მის დაგეგმარებაზეც „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს.

პროექტის განხილვამ დღეს ბათუმში ხმაურის ფონზე ჩაიარა.

საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ პროექტი მთლიანად ჩაკეტავს ბათუმის სივრცეს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილს ზღვასთან აკავშირებს.

ბათუმის თეატრი - Sputnik საქართველო
ბათუმის დრამატული თეატრის განახლებული შენობა პრემიერმა გახსნა

კომპანიის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ პროექტი ერთიან კომპლექსს შექმნის და არ იქნება ამოვარდნილი ქალაქის საერთო არქიტექტურიდან.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და მათი პრეტენზიების გაცნობა მომავალშიც გაგრძელდება.

პროექტის საბოლოო ვარიანტი აჭარის მთავრობასთან შეთანხმდება და მის სამომავლო მოვლა-განვითარებაზე „სილქ როუდ ჯგუფი“ იზრუნებს.

კომპანია მშენებლობის დაწყებას 2019 წლიდან გეგმავს, პირველი ფაზის დასრულება კი 2021 წლისთვის იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0