ბათუმის დრამატული თეატრის განახლებული შენობა პრემიერმა გახსნა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaბათუმის თეატრი
ბათუმის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებზე

თბილისი, 25 ნოემბერი  - Sputnik. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის  რეაბილიტირებული შენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო
კახეთში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

შეცვლილია თეატრის მთავარი სცენის ინტერიერი, რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, შეიცვალა იატაკი და გათბობის სისტემა. შეცვლილია იარუსების ფერიც. რესტავრაცია ჩაუტარდა ასევე ჭერის მხატვრობასაც.

„შენობა აღდგენილია ისე, რომ შენარჩუნებულია  ყველა ისტორიული ნიუანსი, უნიკალური მხატვრობა. ბათუმში თეატრის ისტორია იწყება მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან და ის ყოველთვის თავისი უნიკალური ხელწერით გამოირჩეოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიციები გაგრძელდეს“, - აღნიშნა პრემიერმა თეატრის გახსნისას.

გარდა შენობის რესტავრაციისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრის სრული რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და ფონდი „ქართუს“ მიერ 14,5 მლნ ლარით დაფინანსდა. თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

ყველა ახალი ამბავი
0