მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

გამოწერა
ბრალდებულმა მსხვილფეხა პირუტყვი ადრეც მოიპარა და ნაქურდალის უკანონო რეალიზაცია მოახდინა.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ყაჩაღობა ქუთაისში - დაკავებულია 35 წლის მამაკაცი

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს. ასევე გაირკვა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა სხვადასხვა დროს ზუგდიდსა და მის მიმდებარე სოფლებში კიდევ ოთხი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა და ნაქურდალის უკანონო რეალიზაცია მოახდინა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობის ფაქტებს გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0