თბილისი, 3 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 35 წლის მამაკაცი ქუთაისში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით 130 ლარი გასტაცა. ამის შემდეგ ის თავს დაესხა გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.