თბილისი, 3 მარტი — Sputnik. პარიზის შოურუმებში მოდის კვირეულის ფარგლებში 17 ქართველი დიზაინერის კოლექციებია წარმოდგენილი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
დიზაინერების კოლექციები ოთხ შოურუმშია წარმოდგენილი. ღონისძიება, რომელიც წელიწადში ოთხჯერ ტარდება, მსოფლიო მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენას წარმოადგენს. ის მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით ას კომპანიას, 130 ბაიერს და პრესის წარმომადგენელს.
ქართველ დიზაინერებს შორის, რომელთა ნამუშევრებია წარმოდგენილი საფრანგეთში, არიან Blikvanger, Kanchaveli, Lako Bukia, Keti Chkhikvadze, George Keburia, Janashia, Lalo, 0711 Tbilisi, Anouki, Dalood, Tamuna Ingorokva, Liya, Aka Nanita, Maturelli, Lado Bokuchava, Tiko Paksa, Aleksandre Akhalkatsishvili.
დიზაინერები შეძლებენ გააცნონ ბაიერებს საკუთარი პროდუქცია, დაამყარონ კავშირები პოტენციურ დამკვეთებთან.
პროექტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით.
ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს >>
ბოლო წლებში ქართული მოდა სწრაფად ვითარდება. დიზაინერების რაოდენობა გაიზარდა, მათ აფასებენ და პატივს სცემენ სამშობლოსა და უცხოეთში. მთელს მსოფლიოში დიზაინერები და ექსპერტები ერთმანეთს ეთანხმებიან, რომ ქართული მოდა - განსაკუთრებული სტილი და ხელწერაა, რომელიც უკვე პირველივე დანახვისთანავე ცნობადია.