იორდანიის დედოფალი ქართველი დიზაინერის კაბით გამოჩნდა

© AP Photo / Geert Vanden Wijngaertიორდანიის დედოფალი რანია ალ-აბდულა
იორდანიის დედოფალი რანია ალ-აბდულა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იორდანიის დედოფლის გარდერობი ქართველი დიზაინერების სამოსით ივსება.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. იორდანიის დედოფალი რანია ტუნისში ოფიციალური ვიზიტის დროს ქართული ბრენდის Dalood სამოსში გამოჩნდა.

ტუნისის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან შესახვედრად დედოფალმა რანიამ Dalood-ის ჰაეროვანი, ნაზი ცისფერი კაბა შეარჩია. მოდის ეს სახლი ქართველმა დიზაინერმა მაკა კვიციანმა 2014 წელს შექმნა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Her Majesty, @queenrania in Dalood Dress !

Публикация от Dalood (@daloodtbilisi)

დედოფალი რანია სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მოდური წარმომადგენელია. ის, გარდა ლუქს-ბრენდებისა, ხშირად ჩნდება ნაკლებად ცნობილი დიზაინერების სამოსით.

„სპილოუს ტანსაცმელი - Sputnik საქართველო
ბავშვის ტანსაცმელმა საქართველოდან პარიზის გამოფენაზე ფურორი მოახდინა

იორდანიის დედოფალი ქართველი დიზაინერების ქმნილებების მიმართ აშკარად არ არის გულგრილი, რადგან ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ის ქართველი მოდელიერების მიერ შექმნილი ტანსაცმლით გამოდის.

ცოტა ხნის წინ იორდანიის დედოფალი ქართული ბრენდის Matériel იისფერ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა.

დედოფალი რანია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური მონარქია. ის უპირატესობას მკაცრ სტილს ანიჭებს, მაგრამ, ამავე დროს, ქალურად და მოდურად იცვამს. მის გარდერობში პასტელის ფერების სამოსი ჭარბობს.

ყველა ახალი ამბავი
0