პოლიციამ ავტომობილის და ოფისის გაქურდვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავა

გამოწერა
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ე.გ. და 1978 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ლიბერთი ბანკის“ ფილიალი - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს – დაჭრილია ერთი პოლიციელი

როგორც გამოძიებით დადგინდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა - ე.გ.-მ ისანი-სამგორის რაიონში ავტომობილის საბურავები, ასევე საბურავის დისკები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ხოლო მეორე ბრალდებულმა, დ.ლ.-მ ერთ-ერთი კომპანიის ოფისში უკანონოდ შეაღწია, კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და  5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0