აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის მოწინააღმდეგეებს პასუხი გასცა

© photo: Sputnik / Stringerრუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გრიგორი კარასინთან რეგულარული შეხვედრების გაგრძელების მნიშვნელობა აღნიშნა

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს დასავლელი პარტნიორების რჩევებს და ოპოზიციის მოსმენის ნაცვლად პრაღის შეხვედრების ფორმატში რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გაგრძელებას ირჩევს, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პირველი არხის ეთერში.

აბაშიძემ და კარასინმა პრაღაში მოლაპარაკებები გამართეს >>

ბოლო დროს ოპოზიცია სულ უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრების შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი აბაშიძისა და ივანიშვილის შეხვედრის გამო ატეხილი აჟიოტაჟით დაინტერესდა

„დღიდან აბაშიძე-კარასინის ფორმატის შექმნისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მავნებლობა. „ქართული ოცნება“ ცდილობდა ეს ჭუკჭუკად შეეფასებინა - რა მოხდა ახლა, არაფორმალური ხასიათი აქვს და ამბებს ვიგებთ. სინამდვილეში ეს არის მავნებლობა. იმიტომ, რომ ვართ ერთი-ერთზე რუსეთთან. რაზე საუბრობენ არ ვიცით არა თუ ჩვენ და საზოგადოებამ, არ იცის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც კი“, - განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, უკვე ის ფაქტი, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ეს ფორმატი დახურულია, „საფრთხეების შემცველია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის“.

საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა აღნიშნულ პოზიციას მცდარი უწოდა.

„თუ ვიღაცას წარმოუდგენია, რომ ჩვენ თუ რუსეთთან პირდაპირ კომუნიკაციას შევწყვეტთ, ამით რაღაც მოგვარდება და რუსეთი უკეთესად მოიქცევა, ძალიან ეშლება. ეს ასე არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ პირიქით იქნება, თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა აბაშიძემ.

„აზრები პრინციპულად გაიყო" – რას შეჰყავს ჩიხში ჟენევაში ქართულ-რუსული მოლაპარაკებები >>

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები სრულად არიან ინფორმირებულნი ფორმატსა და იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც პრაღაში განიხილება.

„ძალიან ხშირად მოგვისმენია, რომ ისინი მხარს უჭერენ ამ კომუნიკაციას რუსეთის მხარესთან და ჩვენს მცდელობებს, შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შეიძლება. ვიცით ოპონენტების უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ ჩვენ წინაშე არჩევანია, ან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა მივყვეთ, მათ რჩევებს ვუსმინოთ, ან – ოპონენტებს, რომლებსაც საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვთ რუსეთთან ურთიერთობისა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ“, – აღნიშნავს აბაშიძე.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე რუსეთის წინააღმდეგ მოიგო

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომდგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში კონტაქტები ქვეყნებს შორის ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

პრაღის მოლაპარაკებები - ქვეყნებს შორის არაფორმალური დიალოგია, რომელიც 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. მხარეები ტრადიციულად ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

ყველა ახალი ამბავი
0