ხანძარს თბილისში 100 წლის მოხუცი ემსხვერპლა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი ხანძრის დროს ვაკის პარკის მუზეუმში, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 100 წლის მამაკაცი თბილისში, ვაკის პარკის სამამულო ომის მუზეუმში ხანძრის დროს დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ცეცხლი მუზეუმის შენობის მეორე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა. სულ დაიწვა 20 კვადრატული მეტრის ფართობი.

წინასწარი მონაცემებით, 1918 წელს დაბადებული მამაკაცი მუზეუმის შენობაში ცხოვრობდა. ის, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის მუხლით, რომელიც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ცეცხლის მოკიდებით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ექვსიდან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0