„პატარა ადამიანების დიდი წარმოდგენები" – საქართველოს „მოსკოვის ლილიპუტების ცირკი“ ეწვევა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში Cirque du Soleil
 Cirque du Soleil  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მაყურებელს ელოდება ზღაპრული შოუ ყველა საცირკო ელემენტით.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოში „მოსკოვის ლილიპუტების ცირკის“ წარმოდგენები პირველად გაიმართება, წარმოდგენებს ქვეყნის ორი ქალაქი მარტში უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

რუსი მსახიობები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 30 მარტს გამოვლენ, თბილისელი მაყურებლის წინაშე კი 31 მარტს წარდგებიან საკონცერტო დარბაზ „მოზაიკის" სცენაზე.

თბილისის ცირკის შენობა - Sputnik საქართველო
ცირკის მსახიობებს სკოლებში გამოსვლა სურთ

„მაყურებელი იხილავს „პატარა ადამიანების დიდ ზღაპრულ წარმოდგენებს", სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა საცირკო ჟანრი ფერადი აკრობატული ნომრებით, კლოუნადითა და ილუზიებით. საცირკო სანახაობა გათვლილია როგორც ბავშვებზე, ისე უფროს თაობაზე", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შოუ ცხოველების მონაწილეობის გარეშე გაიმართება.

მოსკოვის ლილიპუტების ცირკს მრავალწლიანი ისტორია აქვს. კოლექტივის ამჟამინდელი რეჟისორი და სამხატვრო ხელძღვანელია იულია სუშკოვა, რომელიც საცირკო ნომრების უმრავლესობის ავტორიცაა.

საქართველოს შემდეგ ცირკი გასტროლებს აზერბაიჯანში გეგმავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0