თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ქართველი სტუდენტი ანრი ლომიძე, რომელსაც ავსტრიის პოლიცია და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, იტალიაში აღმოჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ლომიძე გასულ კვირას გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც ორ უკრაინელ სტუდენტთან კონფლიქტი მოუვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ სტუდენტს ბინა სწორედ მათთან ერთად ჰქონდა ნაქირავები. კონფლიქტის შემდეგ მან საცხოვრებელი სახლი დატოვა და იგი აღარავის უნახავს.
ლომიძე წარმოშობით ქუთაისიდანაა და ორი წელია, რაც ვენაში ცხოვრობს.