ვენაში გაუჩინარებულ ქართველ სტუდენტს მეოთხე დღეა ეძებენ

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშივენა
ვენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მეოთხე დღეა ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ავსტრიის დედაქალაქში ქართველ სტუდენტს ანრი ლომიძეს მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ლომიძე გასულ კვირას გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც ორ უკრაინელ სტუდენტთან კონფლიქტი მოუვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ სტუდენტს ბინა სწორედ მათთან ერთად ჰქონდა ნაქირავები. კონფლიქტის შემდეგ მან საცხოვრებელი სახლი დატოვა და იგი აღარავის უნახავს.

© photo: Anri Lomidze / FBანრი ლომიძე
ვენაში გაუჩინარებულ ქართველ სტუდენტს მეოთხე დღეა ეძებენ - Sputnik საქართველო
ანრი ლომიძე

ლომიძე წარმოშობით ქუთაისიდანაა და ორი წელია, რაც ვენაში ცხოვრობს. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმირებულია ავსტრიის პოლიცია და საქართველოს საელჩო. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამტკიცებენ, რომ სტუდენტის გაუჩინარების საქმეზე უკვე ტარდება აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიებები.

ყველა ახალი ამბავი
0