„თბილავიამშენის" თანამშრომლები გაიფიცნენ

© Sputnik / Vladimir Umikashvili„თბილავიამშენის" თანამშრომლები გაიფიცნენ
„თბილავიამშენის  თანამშრომლები გაიფიცნენ  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ავიაქარხანა „თბილავიამშენში" საწარმოო პროცესი შეჩერებულია.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის" თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყეს და ხელფასების მომატებისა და პრემიალური სისტემის დანერგვის მოთხოვნით ავიაქარხნის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

„თბილავიამშენის" ისტორია სათავეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იღებს. დღეს იგი სახელმწიფოს საკუთრებაა და ძირითადად სამხედრო თვითმფრინავებისა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებითა და რემონტითაა დაკავებული.

© Sputnik / Vladimir Umikashvili„თბილავიამშენის" 120 თანამშრომელი გაიფიცა
„თბილავიამშენის თანამშრომლები გაიფიცნენ - Sputnik საქართველო
„თბილავიამშენის" 120 თანამშრომელი გაიფიცა

დღეისათვის თანამშრომლების ხელფასი 500-დან 1,2 ათას ლარამდეა. აქციის მონაწილეები მინიმალური ხელფასის 1 ათას ლარამდე გაზრდას და დანამატს მოითხოვენ.

„თქვენს წინაშეა „თბილავიამშენის" კოლექტივი, რომელიც გაიფიცა რამდენიმე მოთხოვნის გამო. პირველი – ხელფასების ადეკვატური მატება, რაც შესაბამისი იქნება შესრულებულ სამუშაოსთან და მეორე – პრემიალური სისტემის დანერგვა, რისი პირობაც ჩვენ მივიღეთ დამსაქმებლისგან. სამი თვის განმავლობაში ეს პირობა არ შესრულდა. მივედით უკიდურეს ზომამდე", – განაცხადა ავიაინჟინერმა ოთარ ბახტაძემ ჟურნალისტებთან.

მისი სიტყვებით, კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა, რაშიც ჩართული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც, არანაირი შედეგი არ გამოიღო.

© Sputnik / Vladimir Umikashvili„თბილავიამშენის" 120 თანამშრომელი გაიფიცა
„თბილავიამშენის თანამშრომლები გაიფიცნენ - Sputnik საქართველო
„თბილავიამშენის" 120 თანამშრომელი გაიფიცა

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, გაფიცულებს მხარდაჭერას პროფკავშირები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უცხადებენ.

ამ ეტაპზე ქარხნის მუშაობა შეჩერებულია. საწარმოში 100-ზე მეტი თანამშრომელია, ამ დროისთვის დილის ცვლაა გაფიცული.

აქციის მონაწილეები გაფიცვის გაგრძელებას მანამდე გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, განაცხადა ავიაინჟინერმა ბახტაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0