მახინჯაურში რომანოვების სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარდება

© photo: This is Batumi history / FBრომანოვების სასახლე
რომანოვების სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისტორიული ძეგლის აღდგენითი სამუშაოების პროექტის შესადგენად რეგიონის ხელისუფლებამ 40 ათასი ლარი გამოყო.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მახინჯაურში მდებარე რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორი იქნება რომანოვების სასახლე რესტავრაციის შემდეგ - 3D-პროექტის ვიდეო>>>

„გრაფინია მარია ფესენკოს აგარაკი" – ასე უწოდებენ საქართველოში ამ სახლს, რომელიც 2013 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს სამსართულიანი სასახლე რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ საკუთარი აღმზრდელისთვის გრაფინია ფესენკოსთვის ააშენა.

რომანოვების სასახლე ლიკანში - Sputnik საქართველო
ლიკანში რომანოვების სასახლის რესტავრაციისთვის 771 000 ლარია გამოყოფილი

პირობებში აღნიშნულია, რომ ტენდერის გამარჯვებული ვალდებული იქნება ძეგლის სარესტავრაციო პროექტი მოამზადოს და ყველა აღდგენითი სამუშაო ჩაატაროს. პროექტის შედგენის სამუშაოების ბიუჯეტად 40 ათასი ლარია მითითებული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მონაცემებით, ძეგლის რესტავრაციის დაფინანსებაში შეიძლება საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" ჩაერთოს.

საბჭოთა პერიოდში გრაფინია ფესენკოს აგარაკი ბავშვთა სახლს გადაეცა. 90-იან წლებში შენობაში იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს. ამჟამად შენობა ცარიელია. აგარაკის მომავალი ბედი ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ლიკანში რომანოვების სასახლის და მიმდებარე ბაღის სრულმასშტაბიანი რესტავრაციის დაწყება დააანონსა. როგორც ცნობილია, მითითებული სამუშაოებზე 771 ათასი ლარი დაიხარჯება, ხოლო კომპლექსის რესტავრაციაზე ვალდებულებები „საპარტნიორო ფონდმა" აიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0