სიხარულიძე: საქართველომ გადაიტანა ბევრი ომი, რევოლუციები
„სიკვდილიანობა გაუთანაბრდა შობადობას და მოსახლეობა ევროპაში მცირდება. საქართველოს ისტორიას თუ გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მოვლენა იყო – გადავიტანეთ ბევრი ომი, რევოლუციები, რაც აისახა ჩვენ შობადობაზე, მოსახლეობის რაოდენობაზე. ძალიან ბევრი მამაკაცი დაიღუპა, შესაბამისად, ზრდა ვერ მოხდებოდა“, – ამბობს არჩილ სიხარულიძე.
პოლიტოლოგის განცხადებით, ყველა ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი, იყოლიოს ერთი, ან მეტი შვილი, თუმცა ამავე დროს მან უნდა გაითავისოს ვალდებულება სოციუმის, ქვეყნის წინაშე, რომ შეიტანოს თავისი წვლილი ქვეყნის დემოგრაფიის გაუმჯობესებაში.