პოლიციამ უცხოელის ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულმა საქართველოში დროებით მცხოვრებ ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცა

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ა. ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ხიდის საყრდენი სამაგრების ქურდობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, საქართველოში დროებით მცხოვრებ ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მოპარული დოკუმენტები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0