თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო ქვეყნის რეგიონებში ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პროგრამაზე 20 მლნ ლარია გამოყოფილი. მშენებლობასთან ერთად პროგრამა ასევე ითვალისწინებს არსებული დაწესებულებების რეაბილიტაციას.
„ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათთვის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდება ჩვენი სამთავრობო პრიორიტეტია, რომელსაც არასდროს გადავუხვევთ", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება რეგიონების თანაბარი განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს ახორციელებს.
მიმდინარე წელს დაიწყება დაახლოებით 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, ასევე 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა.