ქეთა თოფურია ორსულადაა? მომღერალმა თაყვანისმცემლები ახალი „საიდუმლოთი" დააინტრიგა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თოფურიამ Instagram-ზე ფოტო გამოქვეყნა და არაერთგვაროვანი წარწერით ხელმომწერები დააინტერესა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. „ერთი საიდუმლო მაქვს", – მიაწერა თოფურიამ ფოტოს, რომელშიც ის შავ საცურაო კოსტიუმშია წარმოდგენილი.

Посмотреть эту публикацию в Instagram

у меня есть один секрет⛔️

Публикация от Keti Topuria (@keti_one_official)

ახლა ხელმომწერები არკვევენ, რა საიდუმლოზეა საუბარი, კომენტარებში სხვადასხვა ვერსიას გამოთქვამენ.

ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
აი, ეს მესმის: ქეთა თოფურია ბალიზე გუფის ყოფილ ცოლთან ერთად ერთობა

ზოგიერთი ვარაუდს გამოთქვამს, რომ ქეთა ფეხმძიმედაა. ზოგს მოსვენებას არ აძლევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ ინარჩუნებს ფიგურას მომღერალი.

ფოტოებზე დამაინტრიგებელ წარწერებს მომღერალი ხშირად ტოვებს.

ქეთა თოფურია 2018 წლის ბოლოს რუს რეპერ გუფს დაშორდა. დაშორების მიზეზი გუფის 18 წლის გოგონასთან ურთიერთობა გახდა.

ქეთა თოფურია ცნობილი ქართველი მომღერალია, რომელმაც პოპულარობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოიპოვა. ქეთა 1986 წლის 9 სექტემბერს თბილისში დაიბადა, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

ყველა ახალი ამბავი
0