აი, ეს მესმის: ქეთა თოფურია ბალიზე გუფის ყოფილ ცოლთან ერთად ერთობა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილებმა თავიანთ პატარა შვილებს ერთმანეთი გააცნეს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ქეთა თოფურია, რომელიც ბალიზე ისვენებს, დროს ყოფილი შეყვარებულის - რუსი რეპერის გუფის ყოფილ ცოლთან ერთად ატარებს.

აიზა ანოხინა გუფის ყოფილი ცოლი, რეპის რუსი შემსრულებელია. მან თავის ოფიციალურ Instagram-გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც თავად აიზა, მისი ვაჟი, ქეთა და ქეთას გოგონა ოლივია არიან გადაღებული.

აიზამ ფოტოს დაურთო წარწერა, სადაც ამბობს, რომ ეს მე-80 დონის Хайпажорство (ხმაურის ცენტრში მოქცევისკენ გადადგმული ნაბიჯი) არის.

ამ ფოტოს ბევრი ხელმომწერი გამოეხმაურა. ერთ-ერთი წერს: „გუფი ახლა სკამიდან ჩამოვარდა".

ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
სამოთხე საყვარელი მამაკაცის გარეშე: როგორ ისვენებს ქეთა თოფურია ბალიზე

ქეთა თოფურია ბალიზე თავის ქალიშვილთან და ახლო მეგობრებთან ერთად ისვენებს. აიზა, თავის მხრივ, ამ ადგილის ხშირი სტუმარია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათი გზები გადაიკვეთა.

გასული წელი ქეთა თოფურიასთვის არცთუ მარტივი გამოდგა. 2018 წელს დასრულდა 39 წლის გუფისა და 32 წლის ქეთას ორწლიანი ურთიერთობა.

განშორების მიზეზი გუფის ღალატი გახდა – რეპერი არაერთხელ შენიშნეს ახალგაზრდა გოგონა იანასთან ერთად.

აიზაზე გუფი 2008 წელს დაქორწინდა. წყვილი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდა. მათ ჰყავთ ვაჟი - სემი.

ყველა ახალი ამბავი
0