არასრულწლოვან შვილზე სისტემატური ძალადობისთვის დედას 4 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდეს

CC0 / Pixabay / ბავშვი
ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ დაადგინა, რომ დედა ბავშვზე ორი წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვან შვილზე სისტემატური ძალადობისთვის ბრალდებულ დედას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძალადობა - Sputnik საქართველო
ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში ექვსი პირი დააკავეს

უწყების ცნობით, 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით თბილისში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქალი არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და სცემდა.

სამართალდამცველებმა ქალი 2018 წლის მაისში თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ გაიაზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

 

ყველა ახალი ამბავი
0