ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში ექვსი პირი დააკავეს

© photo: Sputnikძალადობა
ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება ოჯახური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს

 

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში ექვსი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბათუმში 33 წლის მამაკაცმა მეგობარ გოგონას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რომელმაც   შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. გოგონა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამჟამად  მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. მამაკაცი კი პოლიციამ  ოჯახური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავა.

ასევე, სამართალდამცველებმა ბათუმში მეუღლის და დედის  ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით 53  წლის პირი დააკავეს, დაშავებულს კი სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაუწიეს. 

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
შსს სექსუალურ ძალადობაზე სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოდის

გარდა ამისა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით კიდევ ოთხი პირია დაკავებული, რომელთა ასაკი 22-დან 45 წლამდე მერყეობს. მათ შორის, ერთ-ერთი თურქეთის რესპუბლიკის მოქლაქეა.

გამოძიება ოჯახური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელი  გასული წლის დეკემბრიდან გამკაცრდა. კერძოდ, შემაკავებელი და დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, დამრღვევ პირს  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ასევე, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ასევე, გამკაცრდა სასჯელი არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული დანაშაულისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0