პოლიციამ მუხრანში უკანონო საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა უკანონო ნივთები დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მუხრანში 29 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
იმერეთში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს ექვს წლამდე ვადით პატიმრობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0