იმერეთში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებს სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ხარაგაულში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იარაღი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

უწყების ცნობით, 47 წლის და 64 წლის მამაკაცები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არარეგისტრირებული იარაღი - კარაბინი, პისტოლეტი, ორლულიანი სანადირო თოფი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. მეორე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას კი სხვადასხვა კალიბრის 1601 საბრძოლო ვაზნა იქნა ნაპოვნი.

საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0