ენერგიული თეონა კონტრიძის ცეკვის განსაკუთრებული მანერა – ვიდეო

© FB / Teona Kontridze & Bandთეონა კონტრიძე
თეონა კონტრიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვიდეოს, რომელშიც ვარსკვლავის ცეკვაა ასახული, 100 ათასზე მეტი ნახვა აქვს

 

თბილისი,  23 თებერვალი  — Sputnik. ქართველმა ჯაზ–დივამ თეონა კონტრიძემ საკუთარ Facebook–გვერდზე ოჯახურ გარემოში ცეცხლოვანი ცეკვის ვიდეო გაავრცელა.  

თეონა კონტრიძე და ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ჯაზის ელემენტებით შესრულებული "სულიკო"

Ууу, Алеша („უუუ, ალიოშა“)- ამ სიტყვებით დაიწყო კონტრიძემ კამერის წინ ენერგიულად ცეკვა და ასე უჩვეულოდ დააანონსა მოსკოვში 22 მარტს დაგეგმილი მისი კონცერტი.

კონტრიძის მიერ შესრულებულმა ცეკვამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღლვა გამოიწვია – კონტრიძის შემოქმედების მოყვარულები ვიდეოს აქტიურად აზიარებენ და აკომენტარებენ.  

 „თეონა პოზიტივი, დადებითი ენერგია და საერთოდ, სუპერადამიანია“, „ნიჭიერი გოგონა“, „ლამაზი“, „ქალი ცეცხლი, ქალი ვულკანი“, „არანაირი კომპლექსი, მიყვარს ასეთები და მიკვირს, საიდან ამდენი ენერგია“,  „გიჟი,  ყველა რომ ისეთი იყოს, როგორც შენ, ყველა ბედნიერად ვიცხოვრებდით“, – ასე აფასებენ თონა კონტრიძეს Facebook–მომხმარებლები. 

აღსანიშნავია, რომ თეონა კონტრიძის ცეკვის ვიდეოს 100 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

თეონა კონტრიძე დაიბადა თბილისში, მუსიკალურ ოჯახში. მღეროდა ლეგენდარულ ანსამბლ „მზიურში“. სოლო-კარიერა დაიწყო კომპოზიციით Just do it, რომელიც მას სოსო პავლიაშვილმა აჩუქა. ეს სიმღერა დღესაც თეონას სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. შემდეგ იყო სწავლა გნესინების სახელობის მუსიკალური სასწავლებელი მოსკოვში, სოლო კონცერტები მოსკოვის კლუბებში და გამარჯვებები საერთაშორისო კონკურსებზე.

თეონა კონტრიძე შესანიშნავად უკრავს ფორტეპიანოზე, დრამზე, სოლო და ბას-გიტარაზე. თეონა კონტრიძის ბენდი მღერის ერთ სცენაზე ისეთ მსოფლიო არტისტებთან ერთად, როგორიცაა Bryan Ferry, Goran Bregovich, Eros Ramazzotti, Marchiba, Cirque du Solei, De Phazz და სხვ. ბენდის საგასტროლო განრიგი მოიცავს ბერლინს, ვენას, ნიცას, სან-ტროპეს, გარდის და კომოს ტბებს, მონაკოს, პარიზს და სხვ.



ყველა ახალი ამბავი
0