ჯაზის ელემენტებით შესრულებული "სულიკო"

გამოწერა

რა არის „სულიკო“? ლირიკული სიმღერა — ასე გიპასუხებთ ისინი, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ის. ახლა კი მოუსმინეთ „სულიკოს“ ქართველი მომღერლების — ნინო ქათამაძისა და თეონა კონტრიძის შესრულებით.

ნინომ და თეონამ დუეტი მათთვის დამახასიათებელი იმპროვიზაციით, „ნანუკას შოუში“ შეასრულეს. მათი გამოჩენა ყოველთვის მოვლენაა. ენერგიამ და პოზიტივმა, რომელიც მათგან მოდის, შეიძლება წაგლეკოს.

თეონა კონტრიძე მოსკოვში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს სიარული, ლაპარაკი და სიმღერა თითქმის ერთდროულად დაიწყო.

ნინო ქათამაძე საქართველოში ცხოვრობს და მსოფლიოს ირგვლივ ჯგუფ Insight-თან ერთად დადის გასტროლზე. World music-ის, ჯაზისა და ბლიუზის შემსრულებელმა მომღერალმა მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ისე ევროპაში. ქათამაძე სოლო კონცერტით ხშირად გამოდის რუსული პუბლიკის წინაშე.  


ყველა ახალი ამბავი
0