კარასინი: ქართველ და რუს ხალხს შორის კონტაქტები უფრო აქტიური ხდება

© photo: Sputnik / Aleksey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
პრაღაში ქართველი და რუსი დიპლომატები ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ

თბილისი, 21 თბერვალი — Sputnik.  მიუხედავად ყველა პოლიტიკური სირთულისა, ჩვენ ბევრის გაკეთება შევძელით, განაცხადა  სტატს–მდივანმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ ჯაფარიძესთან 27 თებერვალს პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტარისას.

ცნობილი გახდა პრაღაში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრის თარიღი>>>

პრაღის მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის არაფორმალური დიალოგია, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს. მხარეები შეხვედრებზე, ტრადიციულად, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

„27 თებერვალს პრაღაში ჩემი და ზურაბ ჯაფარიძის უკვე  21–ე შეხვედრა უნდა გაიმართოს. კონსულტაციების დროს იგეგმება ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჰუმანიტარული კონტაქტების სფეროებში რუსულ–ქართული კავშირების განვითარებისთვის  პრაქტიკული საკითხების განხილვა“, – განაცხადა კარასინმა. 

საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - Sputnik საქართველო
ტვირთების მონიტორინგი: SGS-მ საქართველოს და რუსეთს ანგარიში ჩააბარა

გარდა ამისა, მისი სიტყვებით, ამჯერად შეხვედრის მონაწილეები გაცვლიან მოსაზრებებს ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის დადებული შეთანხმების თაობაზე.  „მით უმეტეს, რომ ჟენევაში უკვე გაიმართა ამ შეთანხმების რეალიზაციის  თაობაზე ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომა“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.
მხარეებმა არჩევანი შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA-ზე (SGS) შეაჩერეს. მან უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის გავლით, კონკრეტულად კი სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალებზე. ამ კომპანიასთან ხელშეკრულება ქვეყნებმა, რომელთა შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ცალ-ცალკე გააფორმეს - საქართველომ 2017 წლის დეკემბერში, რუსეთმა - 2018 წლის მაისში. და უკვე ამ წელს შეთანხმების თანდათანობით განხორციელება დაიწყო.

ტვირთების მონიტორინგის შესახებ საქართველოსა და რუსეთის შეთანხმების რეალიზაცია დაიწყო>>>

თებერვლის დასაწყისში  კომპანია SGS-მ,  რომელიც ქართულ-რუსული შეთანხმების შესრულებაზე დაკვირვებას ახორციელებს,  ჟენევაში ერთობლივი კომიტეტის პირველ შეხვედრაზე საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის შესახებ რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

კარასინმა აღნიშნა, რომ აბაშიძესთან დიალოგი ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბრიდან დაიწყო. „ჩვენი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ბოლომდე მხარდაჭერილი იქნება. გასული ექვსი წლის შედეგების შეჯამებისას შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და მიუხედავად ყველა პოლიტიკური სირთულისა, ბევრი რამის გაკეთება შევძელით“, – აღნიშნა დიპლომატმა. 

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: დიალოგი რუსეთთან გაგრძელდება

„სოლიდურად გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა: რუსეთი საქართველოსთვის, როგორ  სავაჭრო–ეკონომიკური პარტნიორი,  მნიშვნელობით მეორეა (2018 წლის მონაცემებით 1,3 მლრდ დოლარზე მეტი). საქართველომ კვლავ მოიპოვა საკუთარი ღვინის 2/3–თვის სტაბილური ბაზარი. წლიდან წლამდე კვლავ იზრდება რუსი ტურისტების ნაკადი საქართველოში. უფრო აქტიური ხდება ხალხებს შორის კონტაქტი, გაცვლითი გასტროლები, გამოფენები, კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტები. არ შეიძლება ყოველივე ეს მისასალმებელი არ იყოს“,  – განაცხადა კარასინმა.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0