აბაშიძე: დიალოგი რუსეთთან გაგრძელდება

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველო 2019 წელს აპირებს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებში პრაღის შეხვედრების ფარგლებში, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

პრაღის მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის არაფორმალური დიალოგია, რომელიც საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს დაიწყო. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი.

„2019 წელს პრაღაში შეხვედრებს გავაგრძელებთ. ასეთია ჩვენი ხედვა და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია, რომლებთანაც მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში ვართ. სავაჭრო და სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ საკითხებზე ეს დიალოგი აუცილებელია. გასულ წელს იყო ამ მიმართულებით გარკვეული დინამიკა. გაიზარდა რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, პრაღაში შეხვედრებზე ის ქართული კომპანიების ინტერესებს დაიცავს.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
„გვთავაზობთ მოვახრჩოთ?“ – ლავროვი საქართველოსთან კავშირის გაწყვეტის წინააღმდეგია

„სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულია უამრავი ქართული კომპანია ტურისტულ სექტორში. ჩვენ ამ შეხვედრებზე გავაგრძელებთ ქართული კომპანიების ინტერესების დაცვას და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი პრობლემების გარეშე გაგრძელდეს 2019 წელსაც", – აღნიშნა აბაშიძემ.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვენების პირველ სამეულში შედის. სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის ყოველწლიურად იზრდება, ასევე იზრდება რუსი ტურისტების ნაკადი საქართველოში.

ყველა ახალი ამბავი
0