საქართველოში ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება – ვინ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა

© Sputnik / Alexander Imedashvili უსახლკარო ძაღლი
უსახლკარო ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხუთი დეპუტატის ინიციატივა დაარეგისტრირა, რომელიც ცხოველებთან ცუდი მოპყრობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ძირითადი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
სადისტური ფაქტი თბილისში – ლოტკინზე ლეკვი აჩეხეს

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ცხოველისა და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.

მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე – 20 ლარით.

აქცია პარლამენტის წინ - მონაწილეები ცხოველების დაცვას ითხოვენ>>>

გარდა ამისა, კანონპროექტის ავტორები ითვალისწინებენ არასრულწლოვანი პირის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის მშობლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.

ცვლილების მიხედვით, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულად და ადმინისტრაციული კოდექსი აღარ დაარეგულირებს. 

მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს.

კანონპროექტის ავტორები კი აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 1 წლამდე, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე მოითხოვენ.

გამკაცრდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელიც. თუ მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული ქმედება ითვალისწინებდა ჯარიმას ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, კანონპროექტის ავტორები მოითხოვენ აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებდეს 200-დან 400 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ორ წლამდე ვადით შინაპატიმრობას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

კანონპროექტის ავტორების აზრით, კანონმდებლობის გამკაცრება ხელს შეუწყობს არსებული ვითარების გაუმჯობესებას, ცხოველებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული მენტალიტეტის შეცვლას და ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობის ფორმირებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0