თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ თბილისში ოთხშაბათს იწყება, აცნობეს ღონისძიების ორგანიზატორებმა Sputnik-საქართველოს.
კონგრესის საკვანძო საკითხი, რომელიც ორი დღე გასტანს, იქნება პრაქტიკული მაგალითები კომპანიისგან, რომელიც წარმატებით ახორციელებს ჰესების მშენებლობის პროექტებს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.
კონგრესის მთავარი მომხსენებლები იქნებიან კომპანია Georgian Energy Development Fund-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, კომპანია Adjaristsqali Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯოში პრაშანტი, კაირაკუმის ჰესის დირექტორი ფაიზულო ავეზოვი და სხვ.
სულ ფორუმში 150-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და განხილული იქნება 40-ზე მერი საინვესტიციო პროექტი.
ფორუმის პარალელურად ჩატარდება გამოფენა, რომელზეც ენერგეტიკის სფეროს წამყვანი მსოფლიო კომპანიები სტუმრებს საკუთარ პროექტებს გააცნობენ.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო 2019 წელს კონგრესის ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორია.
ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი და გამოფენა „კასპიის ჰიდროენერგეტიკა და ცენტრალური აზია“ — ეს პროფესიული მოედანია რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებებისა და ბიზნესის დიალოგისთვის, გამოცდილების გაცვლის, გადაწყვეტილების მოძებნისა და კონსოლიდაციისთვის.
კონგრესი თბილისში უკვე მესამედ ტარდება. პირველად ის 2017 წლის 15-16 თებერვალს გაიმართა და მას 100-ზე მეტი ექსპერტი დაესწრო.