საქართველოს პერსპექტივებს ჰიდროენერგეტიკაში ვებინარზე განიხილავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია"
საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვებინარში, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ირანის ჰიდროენერგეტიკის განვითარებას მიეძღვნება, მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებს შეუძლიათ

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ოთხშაბათს, 11 საათზე გაიმართება კომპანია Vostoc Kapital-ის მიერ ორგანიზებული უფასო ვებინარი თემაზე „ჰიდროენერგეტიკის განვითარება. ამიერკავკასია და ირანი", განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ვებინარი მიეძღვნება რეგიონის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალისა და რეგიონული ჰიდროენერგეტიკის საკვანძო საკითხებს — მრეწველობის ახალი პროექტებისა და საექსპორტო პოტენციალის განვითარებას.

ვებინარის ერთ-ერთი განსახილველი საკითხია „საქართველო — ყველაზე პერსპექტიული ადგილია ჰიდროენერგეტიკაში ინვესტირებისათვის?"

ვებ-კონფერენციის ძირითადი ტეზისები: სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა როგორც ჰიდროენერგეტიკის საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლების მნიშვნელოვანი პირობა; ირანი — განვითარების პერსპექტივები და მუშაობის სირთულეები; უახლოეს 10 წელიწადში რეგიონში საკვანძო მწარმოებლები და ინვესტორები.

ვებინარში მონაწილეობისათვის გაიარეთ რეგისტრაცია ვებგვერდზე. სამუშაო ენა — ინგლისური.

ვებინარი ტარდება მეორე საერთაშორისო კონგრესისთვის „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია 2018" მომზადების ფარგლებში, რომელიც თბილისში 14-15 თებერვალს გაიმართება.

საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" პირველად 2017 წლის 15-16 თებერვალს თბილისში გაიმართა. კონგრესზე შეიკრიბა ენერგეტიკის სფეროს 100-ზე მეტი ექსპერტი, კერზო სექტორის წარმომადგენელი და სახელმწიფო მოხელე შორეული და ახლო უცხოეთის ქვეყნებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0