მოვლენა, რომელმაც 40 წლის წინ დედამიწა შეცვალა

CC0 / Pixabay / თოვლი უდაბნოში
თოვლი უდაბნოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 თებერვალი ის თარიღია, როცა აინ-სეფრას მცხოვრებლებმა პირველად იხილეს თოვლი.

არსებობს თარიღები, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება. მაგალითად, 1 იანვარი, აღდგომა, საკუთარი დაბადების ან ქორწილის დღეები და 18 თებერვალი...

გარდა იმისა, რომ 18 თებერვალს, თურმე, მზის სისტემის მეცხრე პლანეტა პლუტონი აღმოაჩინეს, დღეს სხვა კონტინენტზე 40 წლის წინ მომხდარ ერთ უჩვეულო, უწყინარ მოვლენას მეორე კონტინენტზე განვიხილავთ.

უჩვეულო, რადგან ზუსტად ამ დღეს ჩრდილოეთ ალჟირში, აინ-სეფრას მოსახლეობა არაჩვეულებრივი მოვლენის მომსწრე გახდა – პლანეტის ყველაზე ცხელი უდაბნოს პატარა ქალაქში ქვიშის ფერდობები თოვლით დაიფარა.

ეს დაახლოებით იგივეა, რაც გადამწვარ უდაბნოში წალკოტი რომ შეგხვდეთ, ან კიდევ გაიღვიძოთ და შავი ზღვა აღარ დაგხვდეთ.

ფაქტი კი იმ ქვეყნებისთვის არის უცნაური, სადაც ზამთარი სწორედ თოვლთან ასოცირდება.

© Photo: courtesy of Karim BouchetataСнег в африканской пустыне Сахара
მოვლენა, რომელმაც 40 წლის წინ დედამიწა შეცვალა - Sputnik საქართველო
Снег в африканской пустыне Сахара

უძველეს დროს ამ ადგილებში მცენარეები ხარობდნენ, მდინარეებიც ბლომად იყო და ცხოველთა სამყაროც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. შემდეგ კი რაღაც მოხდა, არ მკითხოთ რა, და ეს აყვავებული მხარე დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ და ჯოჯოხეთურ ადგილად იქცა.

აინ-სეფრაში 40 წლის განმავლობაში სამჯერ მოვიდა თოვლი. პირველად 1979 წლის 18 თებერვალს მოთოვა, შემდეგ კი 2016 და 2017 წლის დეკემბერშიც. ამ ფაქტმა ყველაზე მეტად ფოტოგრაფები გაახარა. უამრავი ფოტო არსებობს როგორ ერწყმის ქვიშიან უდაბნოს თეთრი თოვლი.

აინ-სეფრაში ზაფხულში ტემპერატურას 50 გრადუსისთვისაც გადაუჭარბებია, ზამთარში კი საშუალო ტემპერატურა 13-15 გრდუსია.

თოვლი საჰარაში - Sputnik საქართველო
ბუნების კაპრიზი: საჰარაში ისევ თოვს

საჰარა მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნოა, ფართობით 9 მლნ კვ. კილომეტრია. მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. მას აფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4 უკავია, ანუ თითქმის ავსტრალიის ტოლი ფართობი. საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები: ზაფხულში გამორჩეულად დიდი სიცხე, სიმშრალე, ძლიერი ხანგრძლივი ქარები; დღე-ღამეში ტემპერატურის დიდი რყევები, ზოგან წვიმა წლების განმავლობაში არ მოდის; გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო საჰარის ფართობი იზრდება.

ასეთ საინტერესო სამყაროში გვიწევს ცხოვრება...

ყველა ახალი ამბავი
0