თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საჰარის უდაბნოში კვლავ მოთოვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Daily Express-ზე დაყრდნობით.
ეს უკვე თოვლის მეორე შემთხვევაა საჰარაში და ორივეჯერ ალჟირის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში.
როგორც ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა TSA წერს, ქვიშის ბარხანებზე ბოლოს მსგავსი ბუნებრივი მოვლენა 30 წლის წინ დაფიქსირდა.
Sahara Desert town is covered in snow for the second time this year as stunned locals play on sand-dunes covered in the white stuff. A 37-year spell of no snow ended in December 2016, and it has snowed four times since then https://t.co/VPNuvV8XXm pic.twitter.com/9tHS5l0HCL
— Climate Realists (@ClimateRealists) February 6, 2018
აღსანიშნავია, რომ ამ რაიონში ზაფხულობით სიცხე 37 გრადუსს აღწევს, ხოლო ზამთრობით ნული გრადუსის ფარგლებში მერყეობს.