საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა

© Pixabay / judithscharnowskiიერუსალიმი
იერუსალიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განაცხადების რაოდენობა ისრაელის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შემდეგ შემცირდა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70%-ით შემცირდა, ასეთია ისრაელის გამოცემა Haaretz-ის მონაცემები.  

როგორც გამოცემა ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, 2017 წელს თავშესაფარი ისრაელში საქართველოს 1 351-მა მოქალაქემ მოითხოვა, 2018 წელს კი ეს რიცხვი 399-მდე შემცირდა. 

თელ–ავივი - Sputnik საქართველო
ისრაელი ქვეყანაში შესვლის უფლებას საქართველოს ყოველ მეათე მოქალაქეს არ აძლევს

განაცხადების რაოდენობის შემცირება ისრაელის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შესახებ 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული, რის შედეგადაც გამარტივდა თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვა და მათზე უარყოფითი გადაწყვეტილებების გამოტანა.

ამასთან ერთად, გამოცემის ინფორმაციით, 2018 წელს ისრაელში არ შეუშვეს რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბელარუსის 17 ათასი მოქალაქე.

„უარის თქმის ძირითადი მიზეზი იმიგრაციის სამსახურის ვარაუდია, რომ მოქალაქეები არ დატოვებდნენ ქვეყანას კანონით დადგენილი სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში უარი უკავშირდებოდა უსაფრთხოებას ან კრიმინალს“, – აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს მონაცემებით, ისრაელში არ უშვებენ ყოველ მეათე ქართველ ვიზიტორს. უწყების ცნობით, 2019 წლის იანვარში ისრაელში საქართველოს 1,3 ათასი მოქალაქე გაემგზავრა, ქვეყანაში შესვლა კი 141-მა ვერ შეძლო. მიმდინარე წლის იანვარში ისრაელიდან საქართველოს 82 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0