ისრაელი ქვეყანაში შესვლის უფლებას საქართველოს ყოველ მეათე მოქალაქეს არ აძლევს

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშითელ–ავივი
თელ–ავივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები უმეტესად მიდიან თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ისრაელი ქვეყანაში საქართველოს ყოველ მეათე მოქალაქეს არ უშვებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბერლინი - Sputnik საქართველო
გერმანიიდან საქართველოს ათობით მოქალაქე გამოაძევეს

ისრაელში 2019 წლის იანვარში საქართველოს 1,3 ათასზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა. აქედან 141 ქვეყანაში ვერ შევიდა. მიმდინარე წლის იანვარში ისრაელმა ქვეყნიდან საქართველოს 82 მოქალაქე გამოაძევა.

გარდა ამისა, წელს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეებს: თურქეთში – 32 მოქალაქეს, უკრაინაში – 16–ს, ბულგარეთში – 5–ს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში – თითო–თითოს.

საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მეტად სტუმრობენ თურქეთს. ამა წლის იანვარში თურქეთში წავიდა 116,2 ათასზე მეტი მოქალაქე. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 56,4 ათასზე მეტი ადამიანი და მესამეზეა სომხეთი – 25 ათასზე მეტი მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0