თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. კიევში საქართველოს ოთხი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში ტურისტებად ჩავიდნენ და ჰოსტელში ცხოვრობდნენ. მათ ტაქსის მძღოლისა და ტურისტების გაძარცვა ედებათ ბრალად.
ბრალდებულები პოლიციამ გვიან ღამით დააკავა. მათ ტაქსის მძღოლი და ტურისტები გაძარცვეს.
ნივთმტკიცებად ამოღებულია საფულე, ოქროსა და ვერცხლის საათები, ძვირფასეულობა. დაკავებულები შეეცადნენ ნაქურდალი ნივთების საკანალიზაციო ქსელში და პოლიციის მანქანების ქვეშ გადაყრას. დაკავებულთაგან სამი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, ერთის განცხადებით კი, მას თან ჰქონდა ნარკოტიკები. ადგილზე დაკითხვისას მამაკაცებმა ბრალდებები უარყვეს. ისინი დაკავებულები არიან.