ოპოზიცია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის ემზადება

გამოწერა
ოპოზიციას 200 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვება სჭირდება, რათა საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო არჩევნების სისტემის ცვლილების შესახებ  კანონპროექტი დარეგისტრირდეს.

თბილისი, 16 თებერვალი  — Sputnik.  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო  საკითხთა და წესების კომიტეტმა 20 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან შექმნილი  საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომელიც საქართველოს კოსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და საპარლამენტო არჩევნების მოქმედი, შერეული სისტემის გაუქმებას მოითხოვს.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა>>>

ოპოზიციონერებმა  – 13 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, რომელთა შორის არიან „ვროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ოთხი თვის განმავლობაში 200 ათასზე მეტი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ. თუ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შემოწმების შემდეგ ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებს, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები კენჭისყრაზე დადგება.

ოპოზიცია წინააღმდეგია იმის, რომ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ. ისინი მოითხოვენ არჩევნების პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიით  გამართვას. ამჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაკომპლექტებულია პარტიული სიით არჩეული  77 დეპუტატით და ერთმანდატიან ოლქში არჩეული 73 დეპუტატით. 

პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო
დაიშლება თუ არა საგაზაფხულო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა

 „საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით უპრეცედენტო პოლიტიკური აქცია იწყება. ეს საზოგადოების მასობრივი გამოკითხვის პროცესია, უნდა იყოს თუ არა საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემა“, – განაცხადა ერთ–ერთმა ინიციატორმა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ დამფუძნებელი პარლამენტის  ექს–სპიკერი ნინო ბურჯანაძეა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანს კი მიაჩნია, რომ ინიციატივა კრახისთვისაა განწირული.

ამორალური ქცევის ბიძგი თუ დისკრიმინაციის აკრძალვა: კვიციანი VS ტერმინი „სექსორიენტაცია">>>

„ცვლილების მიზანშეწონილობას ვერ ვხედავთ. თუ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე მილიონი ხელმოწერის შეგროვება შეიძლება, რელევანტური იქნებოდა, ეს იმ პროცედურის ფარგლებში დაეწყოთ, რაც რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას მისცემდათ. რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო, იურიდიული ძალის მქონეა და პარლამენტი ყველა შემთხვევაში გაითვალისწინებდა. მათი კონსტიტუციური ცვლილებები განწირული იქნება“, – განაცხადა კახიანმა. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: საჭიროა ახალი სისხლი გუნდში

საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემის გაუქმება საქართველოს განახლებულ კონსტიტუციაში გათვალისწინებულია, მაგრამ არა 2020 წლიდან, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს, არამედ 2024 წლიდან.

ერთ–ერთი მიზეზი,  მათ შორის,  იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატების პროტესტი. მაშინ მმართველ გუნდში  პროპორციული სისტემის მომხრეები იძულებული გახდნენ კომპრომისზე წასულიყვნენ. გადაწყვეტილება იქნა მიღებული 2020 წელს  პარტიებისთვის ბარიერის  5%–დან  3%–მდე დაწევის შესახებ.

საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვენეციის კომისიის ერთ–ერთი რეკომენდაციაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0