გურიაში სიძე-პატარძლისთვის საწოლი არ მოუპარავთ - რა მოხდა რეალურად

© photo: courtesy of W-Artსიძე–პატარძალი
სიძე–პატარძალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნაური ქურდობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ქორწილის დღეს სიძე-პატარძლის სახლში დაბრუნებულ მაყარს არც საწოლი დახვდა და არც ქვეშაგები.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. გურიის სოფელ მამათში ახალდაქორწინებული წყვილის ოჯახში არაფერი მოუპარავთ, მათ შორის არც საწოლი, იუწყება  ქართული  მედია. 

ახალდაქორწინებული წყვილი - Sputnik საქართველო
„სად დავწვე ახლა მე“, ანუ ქორწინება გურულად: გაქურდული ნეფე–პატარძალი

გავრცელებული ინფორმაციით,  ყოველივე მეზობლის ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდა, რომელმაც „გურიის მოამბეს“ უამბო, რომ ქორწლიდან სახლში დაბრუნებულ სიძე-პატარძალს, თითქმის ყველა ნივთი მოპარული დახვდათ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 177-ე,  ქურდობის მუხლით აღიძრა. თუმცა, სამარათალდამცველებმა დაადგინეს, რომ სახლიდან არაფერი დაკარგულა, მათ შორის,  არც საწოლი.

უცნაური ქურდობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ქორწილში ორი სოფლის მოსახლეობა იმყოფებოდა – მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა.

ქორწილის დღეს სიძე-პატარძლის სახლში დაბრუნებულ მაყარს არც საწოლი დახვდა და არც ქვეშაგები.


ყველა ახალი ამბავი
0