თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. გურიაში საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც ქორწილს რესტორანში იხდიდა, საწოლი და საოჯახო ნივთები მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi „გურიის მოამბეზე“ დაყრდნობით.
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში მოხდა. ქორწილში ორი სოფლის მოსახლეობა იმყოფებოდა – მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა.
ქორწილის დღეს სიძე-პატარძლის სახლში დაბრუნებულ მაყარს არც საწოლი დახვდა და არც ქვეშაგები.
„ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგხვდა სახლი. სიძე იძახდა, სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლები დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში", - აღნიშნა ახალდაქორწინებულების მეზობელმა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.