საქართველომ სოფლის მეურნეობაში მიმართულებები განსაზღვრა

© Sputnik / Alexander Imedashviliცხვარი ფერმაში
ცხვარი ფერმაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ინვესტიციების მოზიდვას ფართო მოხმარების საქონლის წარმოებაში აპირებს.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობა 2019 წელს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კონკრეტული მიმართულებების განვითარებას აპირებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობამ შეარჩია კონკრეტული სფეროები მსოფლიო ტენდენციების, სექტორის თავისებურებების, ისტორიული გამოცდილების, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის, ნედლეულის ხელმისაწვდომობის, წარმოებისთვის უკვე შექმნილი ბაზის, წარსულში წარმატებული საინვესტიციო პროექტების, კლიმატური პირობების, შრომის ინტენსივობისა და საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
ქობულიამ საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები დაასახელა

ამ კუთხით ქობულიამ დაასახელა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული მრეწველობის დარგები, რომლებშიც ისინი ინვესტორებს მოიზიდავენ.

„ვმუშაობთ კონკრეტულ სექტორებში ინვესტორების მოსაზიდად. ესაა საფეიქრო, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის, ავტოტრანსპორტისა და საჰაერო ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების წარმოება, ელექტრონიკის აწყობა და წარმოება“, – განაცხადა ქობულიამ.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, მინისტრის თქმით, მთავრობა აქცენტს დაბალი თვითღირებულებისა და მაღალი საექსპორტო ღირებულების სექტორებზე გააკეთებს.

მინისტრის თქმით, მთლიანობაში სოფლის მეურნეობა მთავრობისთვის პრიორიტეტული არ არის. ჩვენ განვავითარებთ მნიშვნელოვან ქვესექტორებს მაღალი საექსპორტო ღირებულებით – თხილი, კენკროვანები, ბოსტნეული, ხილი, მეთევზეობა, მესაქონლეობა, აღნიშნა ქობულიამ.

აგროპროდუქციის ექსპორტმა საქართველოდან 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია>>

მან ასევე დასძინა, რომ ყურადღებით დააკვირდებიან ამ სექტორების განვითარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სხვა სექტორებს ყურადღება არ დაეთმობა.

ყველა ახალი ამბავი
0