07:16 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
მინერალური წყალი ბორჯომი

აგროპროდუქციის ექსპორტმა საქართველოდან 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
16110

საქართველოს, ტრადიციული ღვინის გარდა, ექსპორტზე ასევე გააქვს სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქცია.

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველომ 2018 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მოცულობის მხრივ ახალი რეკორდი დაამყარა, აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან გაიტანეს 959,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროპროდუქცია, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 23,2%-ით მეტია.

საზღვარგარეთ ყველაზე მეტი პოპულარობით ქართული აგრარული პროდუქციიდან სარგებლობს ღვინო, მინერალური და მტკნარი წყალი, ასევე ცხვრისა და თხის ხორცი.

კერძოდ, 2018 წელს საქართველოდან გაიტანეს თითქმის 197 მლნ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 14,9%-ით მეტია.

მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტმა 2018 წელს დაახლოებით 110,2 მლნ დოლარი შეადგინა, ანუ 15%-ით მეტი, ვიდრე 2017 წელს.

ცხვრისა და თხის ხორცი 2018 წელს გაიტანეს 36,4 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 53,2%-ით მეტია.

ამას გარდა, 54%-ით გაიზარდა უალკოჰოლო გაზირებული სასმელების ექსპორტი, ხოლო სპირტიანი სასმელების – 2%-ით.

საქართველომ 2018 წელს მორიგი რეკორდი დაამყარა ყველა მაჩვენებლით, მათ შორის, ექსპორტის მხრივაც. ქართული პროდუქციის ექსპორტი, 2017 წელთან შედარებით, გაიზარდა 22,9%-ით და დაახლოებით 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)

მთავარი თემები