საერთაშორისო სავალუტო ფონდი: „თიბისი" ბანკისთვის საფრთხე ამჟამად არ არსებობს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს ფინანსური სისტემის სამეთვალყურეო ორგანო, თავის სამუშაოს ასრულებს, მიიჩნევენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობაში.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ენდობა საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციებს (სებ–ი) TBC („თიბისი“) ბანკთან მიმართებით და დარწმუნებულია, რომ საკრედიტო ორაგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება, განაცხადა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფრანსუა პეშომ.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხელმოწერის უფლება შეუჩერა TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დარღვევები, რომლებიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნულმა ბანკმა შემოწმებისას გამოავლინა ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
TBC Bank-ის საქმე – მინისტრ გახარიას პირველი შეფასება

„მაშინ, როცა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს, საკუთარი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. უმოქმედობა მაშინ, როდესაც არსებობს ამის იურიდიული საფუძველი, დააზიანებდა ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველის მიმართ სანდოობას და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკას“, – განაცხადა პეშომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი ამჟამად საფრთხეს ბანკისთვის ვერ ხედავს.

„თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ძლიერი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. რამდენადაც ვიცით, ამჟამად ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებთან და სტაბილურობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს“, – განაცხადა პეშომ.

ხაზარაძემ სებ-ის გადაწყვეტილებას უკვე უწოდა მისი და მისი მოადგილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. „თიბისი“ ბანკის ხელმძღვანელობა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ხაზარაძისა და ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გასაწვევად TBC ბანკს ორთვიანი ვადა მიეცა

ამასთან, იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ TBC Bank-ის დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა ბანკისგან სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მათ აღნიშნული თანხა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი ბანკის მიერ განულდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი მიღებული თანხა არ დააბრუნეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას („ფულის გათეთრებას") და ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.

ხაზარაძე კატეგორიულად უარყოფს კანონის დარღვევას. მისი სიტყვებით, 11 წლის წინანდელი საქმე მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

ყველა ახალი ამბავი
0