საპოლიციო „რეიდებს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეისწავლის

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსარჩელეები აღშფოთებული არიან იმით, რომ კანონი „პოლიციის შესახებ“ იძლევა უფლებას, შეამოწმონ ადამიანები, მათი ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები სასამართლოს ნებართვის გარეშე

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების გურამ იმნაძისა და მარიამ ბეგაძის სარჩელის განხილვა, რომლებიც მოითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნას აღიარებული სპეციალური საპოლიციო კონტროლი, ე. წ. რეიდები, ნათქვამია სასამართლოს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში 2018 წლის მარტში შევიდა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი არ შეესაბამება კონსტიტუციას. ეს ნორმა უფლებას იძლევა, შეამოწმონ ადამიანები, მათი ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები სასამართლოს ნებართვის გარეშე, თუ არის საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისა, რომ მოხდა ან მოხდება დანაშაული, ან რამე სხვა სახის სამართალდარღვევა.

გამვლელები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში კი, რომლის შესწორებები სარჩელის შეტანის დროს არ იყო ამოქმედებული, წერია, რომ ხელშეუხებელია თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება, მისი საქმიანობის ადგილი, ჩანაწერები, მიმოწერა, სატელეფონო საუბრები და ა. შ. ასევე, არავის აქვს უფლება, შევიდეს ადამიანის საცხოვრებელ სახლში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩატარდეს ჩხრეკა.

ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ  სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში.

შსს–მ ბოლოს „რეიდების“ ჩატარების შესახებ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა. მაშინ 18 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ორი – ძებნილი. დაკავებულების სახლებიდან ამოიღეს იარაღი, ხელყუმბარები, ვაზნები და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0