დავით კირკიტაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაცვის მხარე კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვდა

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი მმართველი პარტია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ექს–დეპუტატი  დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი 3 ათასი ლარით დაჯარიმდა>>>

სასამართლომ  დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ადვოკატები   5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასა და მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ აღიარეს, მაგრამ ის მაინც პატიმრობაში რჩება

დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გამოკვეთილი ახალი გარემოებებისა  და სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესაძლებლობა არ არსებობდა.

დავით კირკიტაძე გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

16 დეკემბერს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ოპოზიციონერები პოლიციის მოთხოვნას მარშრუტის შემოვლითი გზით გაგრძელების შესახებ არ დაემორჩილნენ და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ. 

არეულობა ინაუგურაციის დღეს: დაკავებულია კიდევ სამი პირი>>>

გამოძიების მონაცემებით, კირკიტაძე პოლიციის ავტობუსში შეღწევას ფანჯრიდან ცდილობდა და ტრანსპორტში მჯდომ პოლიციელს დაარტყა. თავად კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

თავად დავით კირკიტაძემ პროცესზე აღნიშნა, რომ შსს-ს უნდობლობას უცხადებს.

კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 




ყველა ახალი ამბავი
0