პარასკევიდან თბილისის საჰაერო სივრცე დაიხურება

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანია Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია  Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის სამინისტროს წვრთნებთან დაკავშირებით საქართველოს დედაქალაქის თავზე საჰაერო სივრცე რამდენიმე საათით დაიხურება

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. 15-20 თებერვალს, თბილისის საჰაერო სივრცე პერიოდულად დაიხურება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

მიზეზად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნები სახელდება.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
რებრენდინგი თავდაცვის სამინისტროში

15, 17 და 18 თებერვალს, თბილისის საჰაერო სივრცე დაიხურება თბილისის დროით 10:00-11:30 და 15:30-17:00 საათების პერიოდში; 16 და 19 თებერვალს - 10:00-11:30 და 13:00-14:30 საათების პერიოდში; 20 თებერვალს - 10:00-11:30 და 14:30-16:00 საათების პერიოდში.

დანარჩენ დროს საჰაერო სივრცე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის ღია იქნება.

Новости-Грузия თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნულ დღეებში საარტილერიო წვრთნები გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0